როგორც ჩანს, 54 წლის მსახიობ, ჰოლი ბერის გლამურული ღონისძიებები და წითელ ხალიჩაზე გავლა მოენატრა. ამიტომ ვარსკვლავმა გრაციოზული კაბა მოირგო და საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
„წითელ ხალიჩას ვეძებ“, – ასე დაასათაურა ფოტოები ჰოლიმ, რომელიც „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
რაც შეეხება კაბას, ის მართლაც სენსაციურია. ამერიკელი დიზაინერის, კრისტიან სირიანოს მიერ შექმნილი მუქი ფერის კაბა ორი ნაწილისგან შედგება, ქვედა ბოლო გაშლილია, ხოლო ტოპი გამჭვირვალე, ის პეპლებითაა შემკული.