LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს ნიშნები, რომ კორონავირუსის აცრა თრომბის განვითარების რისკს ზრდის” – ევროპის მედიკამენტების სააგენტო

107
50929471492-8eb0aeda38-h

ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია, –  ამის შესახებ საუბარია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, თრომბოემბოლიური მოვლენები აცრილ პირებში არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევებში ფიქსირდება.

შესაბამისად, ევროპის სამედიცინო უწყება აცხადებს, რომ “არ არსებობს ნიშნები, რომ კორონავირუსის აცრა თრომბის განვითარების რისკს ზრდის”.

10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, „ასტრაზენეკათი“ აცრილ ხუთ ათასამდე ვაქცინირებულზე 30 თრომბოემბოლიური მოვლენა დაფიქსირდა.

როგორც EMA– ს უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, ამ ეტაპზე ჯგუფში დაფიქსირებული შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს.

ის, რაც “ასტრაზენეკას” ვაქცინის შესახებ უნდა იცოდეთ: “ამ ეტაპზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე რისკები!”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g