LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას, ჩვენ მორალური მაგალითები უნდა მივცეთ საზოგადოებას: კულუმბეგოვი ვაქცინაციის პროცესზე

65
ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას აფასებს და საუბრობს იმ მორალურ მაგალითებზე, რომელიც საზოგადოებას ექიმებმა უნდა მისცენ.

ამის შესახებ კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ინტერვენციაა და ის დარწმუნებულია, რომ ექიმები ღირსეულად ჩააბარებენ იმ გამოცდას, რომლის წინაშეც ახლა დგანან:

“ვაქცინაციის პროცესი არის უსერიოზულესი ჯანდაცვის ინტერვენცია. რა განპირობებს ამას? ის უკეთდება ადამიანების არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ისეთი ინტერვენცია, რომელიც უტარდება მილიონობით ადამიანს უმოკლეს პერიოდში.

მე ვფიქრობ, რომ ექიმები ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას. დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ საზოგადოება გვიყურებს ჩვენ. ჩვენ თუ შევშინდებით და რაღაც მიზეზების გამო, ჩვენ თუ მორალური მაგალითები არ მივეცით საზოგადოებას…

სწორედ მორალური მაგალითების მიცემა, რომელიც იყო ბატონი პაატასგან და ჩვენთვის სასიქადულო ყველა ადამიანისგან და კოლეგისგან, ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი, ყველას მონდომებით, ვაქცინაცია იქნება წარმატებული.” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დღეს დაიწყო.

პირველ ეტაპზე იცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. პირველი, ვინც ვაქცინა მიიღო, იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

ცოტა ხნის წინ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პირველ დღეს, უკვე 1 700 ადამიანი აიცრა.

magti 5g