LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად გვქონდა ქართველებთან ხისტი მოლაპარაკებები, შემდეგ შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად – შამბა

100
sergei

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ „სპუტნიკთან“ საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა არ იცვლება ქართულ პოლიტიკურ ელიტაში 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან რაც შამბა პოლიტიკაშია და სხვადასხვა „თანამდებობა“ უკავია, ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ უპასუხა:

„დიახ, ამ წლების განმავლობაში მე კავშირი მქონდა რუსეთისა და საქართველოს ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლიტიკოსებთან. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, დიახ, ჩვენ ხშირად გვქონდა ხისტი მოლაპარაკებები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ ნორმალურად გვისაუბრია, შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად, თუმცა, ყოველთვის ისინი საკუთარ ინტერესებს, ჩვენ კი, ჩვენს ინტერესებს ვიცავდით. ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი ,“- აღნიშნა შამბამ.

მისივე თქმით, ესმის ისიც, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა აფხაზეთთან ურთიერთობების შეცვლასთან დაკავშირებით.

„ცოტა ხნის წინ წავიკითხე განცხადება, რომელიც საქართველოს ცნობილმა მოღვაწეებმა გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამ პროცესს მაინც აქვს პერსპექტივა, თუმცა ის გრძელვადიანია. ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება, რომლებიც საერთო ინტერესებშია,“- აღნიშნა შამბამ.

შამბა საუბრობს, რომ მის ნათქვამს ბოლო დროს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

„ბოლო დროს ჩემს სიტყვებს ამახინჯებენ, რომ თითქოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსურს. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო ამაზე თავად არ წამოვა. სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო არ მოაწერს ხელს. ვხედავთ, რომ ჟენევაში ათ წელზე მეტია ვცდილობთ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას, რადგან ისინი ამას განიხილავენ როგორც სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას.

მე ვსაუბრობდი არა იმაზე, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, არამედ იმაზე, რომ ის საქონელი, რომელიც კონტრაბანდის გზით შემოდის აფხაზეთში, დაიბეგროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა,“- აღნიშნა შამბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g