LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც „ოსკარის“ ყველაზე უხუცესი ნომინანტი

359
40495968-0-image-a-113-1615816630917

„ოსკარის“ რიგით 93-ე ცერემონიალის ნომინანტები ცნობილია. პრეტენდენტები ონლაინრეჟიმში პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა გამოაცხადეს. წელს პირველად „ოსკარების“ ისტორიაში ნომინირებულია ორი რეჟისორი ქალი, ემერალდ ფენელი და ქლოე ჟაო. დაჯილდოვების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.

„ოსკარი 2021“ – ნომინანტების ვინაობა ცნობილია

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც უხუცესი ადამიანი, რომელიც „ოსკარზე“ „საუკეთესო მამაკაცის როლის“  კატეგორიაში წარადგინეს. საუბარია ფილმზე „მამა“, სადაც ჰოპკინსი მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი მამა-შვილის გარშემო ვითარდება, ენტონი ჰოპკინსის გმირს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამიტომ  საცხოვრებლად ქალიშვილთან გადადის.

ცნობისთვის, წინა ასაკობრივი რეკორდი 79 წლის რიჩარდ ფარნსვორტს ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები