LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს” – ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, აქედან 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელია

2067
BeFunky-collage

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გოგი თოფაძე აფასებს.

„სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!“ – განუცხადა გოგი თოფაძემ “ინტერპრესნიუსს”.

ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, 2 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. დაჭრის ბრალდებით ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g