LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბოლოო ჯამში მოგვიწევს ჩვენი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ გეგმას დავემორჩილოთ: იაგო ხვიჩია

130
unnamed (2)

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, ალბათ შემოგვთავაზებენ კონკრეტულ გეგმას და მხარეებს მოგვიწევს დავემორჩილოთ მას“,-ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, ის მიესალმება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივებას.

გარდა ამისა, იაგო ხვიჩია იზიარებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა მოლაპარაკების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„ლოგიკურად სხვა რამე წარმოუდგენელია. შეთანხმება ნიშნავს, რომ რაზეც შევთანხმდით იმას ერთად ვაკეთებთ, სხვანაირი დაშვება უბრალოდ აბსურდამდე მიგვიყვანდა“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g