LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დროისთვის, საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრილია ჯანდაცვის სექტორის 1 842 მუშაკი

103
FORTUNA.GE- (8)

17 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია ჯანდაცვის სექტორის 1 842 მუშაკი.

მონაცემებს აცრილებისა და რეგისტრირებულების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, პორტალზე Booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4 935 წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ ერთობლივად წარმოებული ვაქცინით ამ ეტაპზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g