LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი ცხოვრება და კარგი WiFi – საერთაშორისო მედია საქართველოდან მუშაობის უპირატესობებზე წერს

139
c4aa73a144e4276466f17b9fb89165ea

„იაფი ცხოვრება, კარგი WiFi და უსაფრთხო გარემო, რატომ გადადიან საქართველოში დისტანციურად მომუშავეები“, – ამ სათაურით Euronews მედია სააგენტო France Press-თან (APF) ერთად პროექტ „იმუშავე საქართველოდან“ შესახებ სტატიას ავრცელებს.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად მოამზადა.

„ბოლო წლებში საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. დღეს საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით დისტანციურად მომუშავე უცხოელს იზიდავს. გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოს, კულტურასა და ლამაზ ბუნებასთან ერთად დისტანციურად მომუშავეებს 4 მილიონიან საქართველოში იაფი ცხოვრებაც იზიდავთ. აქ ცხოვრება გაცილებით იაფია, ძალიან კარგი ინტერნეტ კავშირია და უფრო უსაფრთხო გარემოა ვიდრე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში”, – აცხადებს ყოფილი სამედიცინო პერსონალი 51 წლის ქენდი თრეფთი, რომელიც საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა“, – წერს Euronews-ის ჟურნალისტი APF-ზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორის თქმით, 2019 წელს საქართველომ მოსახლეობაზე ორჯერ მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. პანდემიის გამო, ტურიზმს დიდი ზარალი მიადგა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს სპეციალური პროექტი შექმნა ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი, დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად. პროექტის მონაწილეების მინიმალური შემოსავალი თვეში 2000 დოლარია და საქართველოში მთელი წელი შეძლებენ დარჩენას.

Euronews-ის გარდა, France Press-ის მიერ მომზადებულ სტატიას „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ 10-ზე მეტი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენოვანი მედიასაშუალება ავრცელებს, მათ შორის France 24 და RFI საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g