LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის დათესვას: თბილისის მერია

103
Untitled design (6)

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.” – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს.

დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მომავალი კვირიდან, კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს – კალაძე მეწყრულ პროცესზე

” შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მთის დიდი მასივი, რომელიც გაბზარულია და რომელმაც შესაძლოა მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

დღეს “ფორტუნასთან” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბლოკურ მეწყერთან, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ბლოკი გადაადგილდება და საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას იწვევს.

საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს: ირაკლი ხმალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g