ოპოზიცია დღეს, 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გადადის მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე.
” ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ რუსთაველზე გამოვაცხადებთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.