LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში მომხდარზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ – ჯანდაცვის მინისტრი

104
ეკა და მეგი

ახალციხეში მომხდარ ფაქტზე ჯანდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას გრძნობს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რაც მოხდა ახალციხეში არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიაში გადაინაცვლოს.

“ჯანმოსგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

“მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს.

ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში, არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიაში გადაინაცვლოს. ჯანმოსგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია”,- ეკატერინე ტიკარაძე.

აქცინაციის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ ექთანს, მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ.

ოჯახი კი ისევ ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მათ აქვთ ეჭვები, რომ 27 წლის ექთანი არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. დაზარალებული მხარე ამის დასამტკიცებლად პაციენტის ისტორიას ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ელოდება.

ოფიციალურად გაფორმებულ დოკუმენტებში იქნება აღწერილი, რა პროტოკოლით უმკურნალეს მეგი ბაქრაძეს მას შემდეგ, რაც ვაქცინა გაუკეთეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g