LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის: პრეზიდენტი შარლ მიშელის განცხადებაზე

102
d2374b1acf1909891f6399028569becc-XL

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მისი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

“ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის”,-დაწერა ტვიტერში სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

magti 5g