მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, ხოლო 53% ვაქცინაციის წინააღმდეგია.
კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 48 % პასუხობს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინაციის ხარისხს.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევები დღეს გამოქვეყნდა, საველე სამუშაოები ჩატარებულია 17-24 თებერვალში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.