LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო თავდასხმა იემენში – დაიღუპა 35, დაშავდა 80 პირი

36

იემენის დედაქალაქ სანააზე საჰაერო თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იერიშები საუდის კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს.

შედეგად დაინგრა უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის შენობა.

სამოქალაქო ომი იემენში 2015 წლის მარტში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტი ამბოხებულები იემენის მთავრობას დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g