LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2500 ლარის ოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის თანამშრომელი დააკავეს

126
qrTami 77

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

აღნიშნულ თემაზე, მერიაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g