მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი, გაიკეთოს აცრა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს, – „ასტრაზენეკას გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ გამიმეორდეს. მეხუთე თვე დასრულდა და დღიურს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება“, – წერს კულუმბეგოვი.