LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან, უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს: მერია

210
მეწყრის გამაგრებ

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოებს განაგრძობს. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი) მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს.

 

“ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს. პარალელურად კი,  კვლევის პროცესი გაგრძელდება. თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პირველადი გეგმა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაც დაიწყო,” – აცხადებენ მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g