LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-15 წლის მოზარდებში ვაქცინამ 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა: კომპანია “ფაიზერი”

103
Untitled design (1)

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია “ფაიზერში” აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებში 100%-ით ეფექტიანია.

ინფორმაცია კვლევის პირველადი შედეგების შესახებ, კომპანიებმა “ფაიზერმა” და “ბიოენტექმა” დღეს, რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს.

როგორც ვაქცინის მწარმოებლები აცხადებენ, კვლევაში 2 260 მოზარდი მონაწილეობდა და კოვიდ-19-ით მათგან არც ერთი არ დაინფიცირებულა.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე, შესაძლოა მოზარდების ვაქცინაციაც დაიწყოს.

ექსპერტების თქმით, პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უსაფრთხო და ეფექტურ იმუნიზაციის პროცესს მოზარდებში.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდების შემთხვევაში, კორონავირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია, ბავშვები მაინც რჩებიან ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვან და სახიფათო წყაროდ.

ცოტა ხნის წინ “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ იგი გაამხნევა კლინიკური კვლევის შედეგებმა და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, კომპანია აპირებს, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიღებული მონაცემები წარუდგინოს.

მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში ვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის: “ფაიზერი”

mazda magti 5g