LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები დღეს შეძლებენ

53
ფაიზერის-ვაქცინა

“ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების ფაიზერით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

თბილისი – ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი;

კავკასიის მედიცინის ცენტრი;

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

➥  ბათუმი – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

➥  ქუთაისი – ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

აღნშნული ჯგუფები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში:

▪ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – https://booking.moh.gov.ge/

▪ რეგისტრაციის ინსტრუქცია – https://fb.watch/4c2mI8hKtj/

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 055 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 7 832 ადამიანი

magti 5g