LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას: სახელმწიფო მინისტრი

86
Untitled design (2)

“ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი, როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში.” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განახადა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე უკანონო პატიმრების დაყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. 

ახვლედიანის თქმითვე, უკანონო დაკავებების საკითხი არის რთული და სახელმწიფო აგრძელებს მაქსიმალური ძალისხმევით მუშაობას:

“საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის დფა მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები.

იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტუმენტის გამოყენებით. მათ შორის, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას.” – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, სახელმწიფომ ოკუპირებულ მხარესთან პატიმრების გაცვლაზე ისაუბროს, ახვლედიანი პასუხობს, რომ “საოკუპაციო რეჟიმთან მსგავს თემებზე არ საუბრობენ და ითხოვენ უკანონო პატიმრების დაყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმმადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ფეხის არეში იყო დაჭრილი.

გახელაძეს ბრალად საზღვრის დარღვევა ედებოდა. რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია: თეა ახვლედიანი

ასევე:

ზაზამ მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათო: გახელაძის მეუღლე

რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა

 

magti 5g