LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Weeknd-მა ეთიოპიაში შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა – არტისტის ემოციური პოსტი

83
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა, 31 წლის The Weeknd-მა ეთიოპიაში შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

„გრემის“ მფლობელმა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა და მას  ემოციური პოსტიც დაურთო.

„ჩემი გული განგმირულია ჩემი ეთიოპიელი თანამემამულეების მდგომარეობით, პატარა ბავშვები და მოხუცები უაზროდ იხოცებიან. მე 1 მილიონ დოლარს ვრიცხავ იმისათვის, რომ 2 მილიონი სადილით ვუზრუნველყო მოსახლეობა“, – წერს აბელ მაკონენი.

შეგახსენებთ, გასულ წელს მუსიკოსმა ბეირუთში გამანადგურებელი აფეთქებების შემდეგ 300 ათასი დოლარი გადარიცხა.

The Weeknd-ის ჰიტი „ბილბორდის“ ისტორიაში ერთადერთი სიმღერაა, რომელიც ჩარტებს 1 წლის განმავლობაში არ თმობს – არტისტის ახალი რეკორდი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები