LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბობს, რომ არ უღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლა – ზაზა გახელაძის მეუღლე

183
gax

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ  საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.

ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის მოთხოვნასთან დაკავშირებით ზაზა გახელაძის პოზიციას აჟღერებს.

„თვითონ ამბობს, რომ  არ უღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლა”. – ამბობს ირმა ბუთხუზი.

„ამდენი დაპირების და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ იმედიც მომიკვდა, მაგრამ ბოლომდე რომ მოვიკლა იმედი, მეც უნდა მოვკვდე და ეს იქნება“. – ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ოკუპანტები გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, ჩორჩანის საგუშაგოს ან ოქონის ხატს ითხოვენ – რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა

რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g