LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი, მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო, რისი უნდა მეშინოდეს? – 90 წლის ქართველი ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

120
ლამარა აბჟანდაძე

90 წლის ქართველი ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად დარეგისტრირდა. როგორც ის Facebook-ზე წერს, 26 აპრილს “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება.

“მე 90 წლის მოქალაქე ასტრა ზენეკაზე დავრეგისტრირდი. 26 აპრილს მიწევს აცრა. მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო. რისი უნდა მეშინოდეს? მე ხომ საბჭოთა რეპრესიებს გადავურჩი, ომის დროს შიმშილობას გადავურჩი, კომუნისტების რისხვას გადავურჩი, სხვადასხვა დაავადებების ეპიდემიასაც გადავურჩი. ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიყავი წარუმატებელიც და წარმატებულიც. ასე რომ აღარაფერი აღარ მიკვირს. არც ის გამიკვირდება რამე რომ მომივიდეს. 90 წლის ზევით ყველაფერია მოსალოდნელი. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება.

მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი არ მომივა. მე ხომ 90 წელი ბარიერად არ ჩამითვლია. ვერც ჩავთვლი, რადგან “მე არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან…..“, – წერს ლამარა აბჟანდაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g