წელს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა.
30 ნოემბერს, „თიბისი“ გალერეა, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმასპინძლებს.
აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იქნება წარდგენილი.
პეტრე ოცხელის შემოქმედებას სხვადასხვა დროს არაერთი გამოფენა მიეძღვნა. ბოლო ათწლეულში დაიბეჭდა მისი ნამუშევრების კატალოგები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები. 2016 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული კორპორაციის – გუგლის (Google) კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა. პეტრე ოცხელი საქართველოდან პირველია, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი კულტურის ინსტიტუტის საგამოფენო ვირტუალური სივრცე დაეთმო.