LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან კერვალიშვილი: „ჩვენი თავისთვის მსჯავრი ჩვენვე გაცილებით ადრე გამოვიტანეთ, სანამ გამოგვიტანდნენ…“

111
rusudani

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა, ციხეში ოთხი წელიწადი გაატარა. ციხე ახლახან დატოვა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ის სინანულს გამოთქვამს და აღნიშნავს: „ჩვენი თავისთვის მსჯავრი ჩვენვე გაცილებით ადრე გამოვიტანეთ, სანამ გამოგვიტანდნენ…“

„ამ მდგომარეობამ მე და მაიას სრულიად წაგვართვა ჩვენი ისტორია, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდით. უცებ, აი, ასეთი საოცარი ამბავი მოხდა. ამიტომ, მე არ ვიცი, ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, მაგრამ ურთულესია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარიყო“, ამბობს რუსუდან კერვალიშვილი.

ის ჟურნალთან ასევე დასძენს:

„სინანული ყველაზე დიდი გრძნობაა, რაც აქვს და უნდა ჰქონდეს ადამიანს. ამიტომ ეს სინანული, რაც მთელი წლები, 2008 წლიდან დაწყებული გვქონდა და გვაქვს მე და მაიას, სწორია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g