ლეგენდარულ მსახიობს, მორგან ფრიმენს ერთდროულად ხმამაღალი, დამაჯერებელი და თბილი ხმის ტემბრი აქვს. მას მონაწილეობა National Geographic-ის რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმში აქვს მიღებული, მათ შორის „ღმერთის ისტორიაში“.
ამჯერად მორგანმა უახლეს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას Covid-19-ის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ოსკაროსანი მსახიობის ვიდეომ და მასში გაჟღერებულმა სიტყვებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
„ექიმი არ ვარ, თუმცა მეცნიერების მჯერა. მითხრეს, რომ რატომღაც ხალხს ჩემი სჯერა. მე ავიცერი და თუკი მე მენდობით, აიცერთ თქვენც“, – აცხადებს ფრიმენი, რომელმაც 45 წამიანი ვიდეორგოლი საკუთარ ბიბლიოთეკაში გადაიღო.