LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება: სალომე ზურაბიშვილი

60
სალომე-ზურაბიშვილი (1)

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანს დაღუპვას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო

მისივე განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.

“საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g