LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას: გულუაშვილი

77
ამირან გულუაშვილი

“საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.” – განაცხადა საქართველოს პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე  პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ეს მტკიცებულება გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე:

“დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ყველა უტყუარი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებს ნიკანორ მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ძალიან ნათლად ასახავს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას. გამოკვლეული იქნება ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლო ნათლად დაარწმუნებს მის ბრალეულობაში.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ასპექტში ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით და მყარი პოზიციით, რასაც სასამართლო ძალიან ნათლად დაინახავს ამ, საქმის განხილვის ეტაპზე.” – განაცხადა გულუაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლომ არა ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთი მხრივ დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მეორე მხრივ ალბათობის მაღალი ხარისხი, რაც შედარებით, უფრო მაღალი ხარისხი არის მტკიცებულების სტანდარტთან მიმართებით.

შეგახსენებთ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – სასამართო პროცესი დღეს გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g