კავკასიის მუსიკალურმა დაჯილდოებამ „ფენიქსი“ წელს ლაზი მომღერალი კორჰან ოზილდიზი და მისი ეთნო-როკ ჯგუფი „მარსისი“ დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება 20 მარტს გაიმართა, თუმცა კორჰან ოზილდიზიმ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, თურქეთის საელჩომ დააორგანიზა დაჯილდოების ცერემონიალი თურქეთის საელჩოში, 7 აპრილს 16:00 საათზე, სადაც კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ დამფუძნებელმა ლადო ბურდულმა კორჰან ოზილდიზს „ფენიქსის“ ჯილდო გადასცა.
გარდა ამისა, კორჰან ოზილდიზის ჩამოსვლასთან ერთად, იგეგმება ქართველ მომღერლებთან დუეტების ჩაწერა – კერძოდ, ლაზ მომღერალთან დუეტის ჩაწერას ლელა წურწუმია და დათო ხუჯაძე გეგმავენ.