LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი: გაბუნია

62
თამარ გაბუნია

“განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს უფრო მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიზმე.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვხედავთ შემთხვევების მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას სერიოზული გავრცელება ექნება:

“დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა იმისთვის, რომ სწორედ მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ.” – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, აქტიურად მუშაობენ, რათა ვაქცინების დამატებითი დოზები მოიზიდონ, ამის პარალელურად კი აქტივობაც იზრდება:

“ვაქცინაცია გრძელდება და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. აქტივობაც იზრდება. გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში იმისთვის, რომ მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება რეგიონებს, სამწუხაროდ, აქტივობა ძალიან დაბალია.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია, ჯანდაცვის სექტორის მიზანი კი დღეში 3 000 ადამიანის ვაქცინირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g