LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსმა“ კანიე უესტზე გადაღებული დოკუმენტური სერიალი 30 მილიონ დოლარად შეიძინა

73
page

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კანიე უესტი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებენ. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ  „ნეტფლიქსმა“ პროექტი 30 მილიონ დოლარად შეიძინა.

სერიალის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც გასაჯაროვდა. თაყვანისმცემლები კანიეს საარქივო ვიდეომასალას იხილავენ. ეპიზოდებში მოთხრობილი იქნება რეპერის მუსიკალური მოღვაწეობის,  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებისა და აგრეთვე, მისის დედის, დონდას გარდაცვალების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, ნახსენები იქნება თუ არა სერიალში უესთი-კარდაშიანის განქორწინების საკითხი. პრემიერა მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება.

შეგახსენებთ, გამოცემამ Time მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები