ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ეკლესიაში “ლეოგრანდში” დაღუპულებიდან 5 ცხედარია გადასვენებული. ტაძარში ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გადაიხდის.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობელებს უსამძიმრებენ მთავრობის წევრები.
დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგ დაკრძალავენ.
ბათუმში, 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.