LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის ქართველიც მოხვდა

91
173010224-3995504583849449-7688598212035848390-n

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა.   

გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს. თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა. ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g