LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს გაიმართება

64

4 დეკემბერს 19:00 საათზე  თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნა კინოთეტრ “ამირანში” შედგება. ჩვენება უნგრელი რეჟისორის ოლდიკო ენიეიდის ფილმით “სულისა და სხეულის შესახებ” (on body and soul) გაიხსნება, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტვივალზე მთავარი ჯილდოს -“ოქროს დათვის” მფლობელი ფილმი გახლავთ.

9 დეკემბერს 19:00 საათზე კინოფესტივალი კინოთეატრ “ამირანში” დაიხურება,  ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის პრემიერით “ნამე”. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან კინოფესტივალის გამარჯვებულები.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის მთავარი პრიზები: „ოქროს პრომეთე“ – საუკეთესო ფილმისთვის და „ვერცხლის პრომეთე“-საუკეთესო რეჟისურისთვის.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური გახლავთ: უბერტო პაზოლინი – რეჟისორი (ბრიტანეთი) – თავმჯდომარე, მარინა აჯაჯა – კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი(აშშ), სერჯან დრაგოევიჩი – რეჟისორი (სერბეთი), სტეფან რიდო – მსახიობი ( საფრანგეთი) და ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი (საქართველო)

გაგა ჩხეიძეთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური დირექტორი:

„4 დეკემბერს გაიხსნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი , თავისი ტრადიციული სექციებით , ბევრი უცხოელი კინომატოგრაფისტი ჩამოდის სპეციალურად ფესტივალზე. წელს 80-ამდე სტუმარი გვეყოლება. 130 ფილმზე მეტს ვაჩვენებთ. საინტერესო პროგრამა ელით ფილმების მოყვარულებს, როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებს ასევე ჩამოსულ სტუმრებს. თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ფესტივალს დაწესებული აქვს პრიზი – საპატიო პრომეთე , რომელიც გადაეცემა გამორჩეულ ქართველ რეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს. მისი ფილმი „დიდი მწვანე ველი“ იქნება ნაჩვენები ფესტივალის ფარგლებში.“

ნინა ანჯაფარიძეთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი:

წლევანდელ ფესტივალს რეკორდული სტუმრები ეწვევა დაახლოებით 80-ამდე რეჟისორი, პროდიუსერი , კინოკრიტიკოსი, სხვადასხვა ფესტივალების დირექტორები.  წარმოდგენილი იქნება 130-მდე ფილმი 14 სექციაში. ყველაზე მთავარი ჩვენი ფესტივალის პროგრამა გახლავთ. საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც 10 ევროპელი რეჟისორი იბრძოლებს მთავარი პრიზებისთვის, მათ შორის რა თქმა უნდა ქართული ფილმი ანა „ურუშაძის საშიში დედა“, შემდეგ არის ევროპული კინოს ფორუმი ჰორიზონტები. გერმანელებთან ერთად წელს ჩვენ გავაკეთეთ სექცია „აპოლო კინომეხსიერება“, სადაც 8 კლასიკური გერმანული ფილმი იქნება  წარმოდგენილი,  მათ შორის ორი ფილმი ცოცხალი მუსიკის თანხლებით და რა თქმა უნდა, ქართული პანორამა, ასევე ინდუსტრიული დღეებიც აღსანიშნავია, რადგან ჩვენს ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და ახალგაზრდა დამწყები რეჟისორები 4 დღიანი ტრენინგების შემდეგ წარადგენენ თავიანთ პროექტებს და შემდეგ საუკეთესო პროექტი გამოვლინდება, როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g