თბილისში დღეს სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. არმენ სარქისიანი საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
საპატიო სტუმრების დახვედრის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღის წესრიგშია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაც.