LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონზე ესაუბრა

61
Untitled design (2)

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება:

“ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის საზღვართან დაძაბული ვითარების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი უკრაინის პრეზიდენტთან ქვეყნის მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა და უკრაინის საზღვართან 4 000-კაციან სამხედრო დაჯგუფება განათავსა. ამას მოყვა ცეცხლის გახსნა და რამდენიმე სამხედროს დაღუპვა.

აშშ, ევროპა და სხვადასხვა ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო და რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, უკრაინას კი მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებას ჰპირდება. 

magti 5g