LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მესამე დოზა ანტისხეულების რეაქციას 10-20-ჯერ გაზრდის” – Pfizer-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შესაძლოა საჭირო გახდეს

126
3705488

“სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან 6-დან 12 თვემდე პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“,-ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აცხადებს.

ალბერტ ბურლა ასევე აღიშნავს, რომ “მესამე დოზა ანტისხეულების რეაქციას 10-20-ჯერ გაზრდის, ხელს შეუწყობს იმუნურ რეაქციასა და ახალი ვარიანტებისგან დაცვას“.

ამასთან, Pfizer-ის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით.

მას 30 მარტიდან Pfizer-ის ვაქცინა დაემატა.

საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით მეორე ვაქცინაცია 21 აპრილიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g