LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pfizer ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა: თამარ გაბუნია

53
თამარ გაბუნია

“Pfizer ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა,” – თამარ გაბუნიას განცხადებით, საჭიროა მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

“უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება იმისი, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელი გვაქვს – Sinopharm, Sinovac, AstraZeneca, არის დადასტურებული ეფექტურობით და ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევა იმატებს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, აქტიურად ჩართვისკენ ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო გაფართოვდება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები