LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური პარტია მზადაა, ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს: ხათუნა სამნიძე

98
ხათუნა-სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მზად არიან ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წარმოადგინა პოზიტიური პროგრესია.

 

“აქ უკვე არის კონკრეტული ჩანაწერი, როგორ შეიძლება მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო, ეს არის ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. ჩანაწერი არის მკაფიო და საუბარია ორ საქმეზე და არის კონკრეტული გზები როგორ უნდა გათავისუფლდნენ უახლოეს დღეებში ორივე მაგათი. დანარჩენი სამი საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც აქამდე ვიყავით შეთანხმებული, მე შემიძლია ვთქვა რესპუბლიკური პარტიის სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილნი და მზად ვართ, ხელი მოეწეროს ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან მზაობა”, — აღნიშნა სამნიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g