LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება მე-5 და მე-6 კლასელი ბავშვი უამრავ წრესა და მასწავლებელთან დადიოდეს, ჩვენ მივიღებთ გამოფიტვას – თემურ მიქელაძე

269
miqeladze3441

პედიტრმა თემურ მიქელაძემ ვრცლად ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ასაკთან შესაბამისი დატვირთვა:

„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვი სკოლაში ერთი დანიშნულების ადგილიდან 15 კილომეტრით გადაადგილდებოდეს. როდესაც სკოლის ავტობუსებით დადიან ბავშვები შორ მანძილზე სკოლაში, საკმაოდ ხშირად თვლემენ. შემდეგ ამ სიმპტომებით მოდის მშობელი, რომ ბავშვს აქვს საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. ​ეს მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წარვმართავთ ბავშვის დღის რეჟიმს. ეს არის ძირითადი სუბიექტური ჩივილი, რომელიც ღრმა ჩაკითხვით და ანამნეზის სწორად შეკრებით შეიძლება ელემენტარულად მოვაგვაროთ.

ბავშვების სისუსტე არ ეხება მხოლოდ ეკრანდამოკიდებულებას, ბავშვები სხვადასხვა წრეებზე დადიან ან მასწავლებლებთან. სკოლას დაამთავრებს გახანგრძლივებულით 4 საათზე, შემდეგ არის სიტყვაზე კიდევ 4 სხვადასხვა წრე – ინგლისური, მათემატიკა, ისტორია და ა.შ. ანუ დატვირთული რეჟიმი. არ შეიძლება მე-5, მე-6 და თუნდაც მე-7 კლასელი ბავშვი ასე დავტვირთოთ. ჩვენ მივიღებთ გამოფიტვას, რაც დაუკავშირდება საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლილობას და მივიღებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. თუ ეს ადრე იყო 18 წლის ზემოთ ასაკში, უკვე ჩამოვიდა ქვევით და თინეიჯერებშიც ხშირად გვხვდება. ჩვენც შეიძლება გამოვფიტოთ ბავშვი ამ ზედმეტი მეცადინეობით ან თვითონ ეკრანდამოკიდებულებით გადაიღალონ ბავშვები“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g