„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში სწორედ „ქართული ოცნება“ შეიყვანს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“.
მისივე ცნობით, ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას.
„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:
– ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს
– ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
– ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს
– ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს
– ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის
– ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს
– ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს
– ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს
– ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს
– ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს
– ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს
– ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს
ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
„ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში
განაცხადი 2024“, – წერს ირაკლი კობახიძე.