LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება

53
BeFunky-collage

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე 23 ოპოზიციური პარტიის განცხადებას ემიჯნება. ცნობისთვის, განცხადებას ხელს ენმ-ც აწერს.

“როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”,- წერს დეკანოიძე.

მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია: ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის, ასევე ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიების არ დაწყება, მიუთითებს იმაზე, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია, ხოლო ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g