კერძოს სექტორი ითხოვს, რომ სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით) – ამის შესახებ საუბარია მიმართვაში, რომელიც ბიზნესასოციაციებმა პრენმიერის სახელზე გაავრცელეს.
მათი თქმით, სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებებისა და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.
შეგახსენებთ, 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.