თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა, ქვეყანაში ახალი რეგულაციების შემოღებას ეხმიანება და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
თურქეთში 82-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება
საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე ეკრძალებათ, ინფორმაციას ახალი რეგულაციების შესახებ კი მოქალაქეები ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან ოპერატიულ რეჟიმში მიიღებენ:
“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
◼ ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
◼ ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
◼ ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
◼ ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08″ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლება მორიგ შეზღუდვებს აწესებს – დღეს, საღამოს 19:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და 26 აპრილის დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.