ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ იმ სავარაუდო პერიოდზე საუბრობს, როდესაც ადამიანები ვაქცინაციის შემდეგ ვირუსისგან დაცულები არიან.
მისი თქმით, არასწორია ზოგიერთი ადამიანის შეხედულება, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ მშვიდად არიან და უსაფრთხოების წესებს აღარ იცავენ.
ვაქცინაციის პროცესს თავისებურებები ახასიათებს, ცნობილია, რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ გარდა ყველა ვაქცინა მოითხოვს ორჯერ აცრას. როგორი უნდა იყოს, ჩვენი ქცევა ამ დროს. თემაზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში ზაზა წერეთელმა ისაუბრა.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ როგორც კი პირველ აცრას ჩაიტარებენ, ყველაფერი დამთავრებულია და შეიძლება ცოტათი ამოისუნთქონ თავისუფლად. სამწუხაროდ ეს ასე არაა.
ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ იწყებს ადამიანის ორგანიზმი ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც წინ აღუდგება კოვიდვირუსს.
„ფაიზერის“ შემთხვევაში ორ დოზას შორის არის სამი კვირა შუალედი და როგორც კვლევებმა აჩვენა, მეორე დოზის შემდეგ 7-დან 10 დღემდე მაქსიმალურად ყალიბდება იმუნიტეტი. პირველი აცრის შემდეგ კი არის იმუნიტეტი, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, რომ კორონავირუსისგან ბოლომდე დაგვიცვას.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, 10-დან 12 კვირა უნდა იყოს დოზებს შორის პერიოდი. კვლევებმა აჩვენა, რომ პირველი სამი კვირის განმავლობაში, იმუნიტეტის ჩამოყალიბება ჯერ არაა დაწყებული. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში განსაკუთრებით პირველი სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და კორონავირუსისგან თავი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“. – ამბობს ზაზა წერეთელი „ფორტუნასთან“.
რამდენ ხანს გვიცავს ვაქცინა
„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ „ფაიზერი“ და „მოდერნა“ მინიმუმ ცხრა თვის განმავლობაში იქნება ძალიან ეფექტური.
„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შესაძლოა, ყოველ წელიწადში ერთხელ დამატებითი დოზების მიღება დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ.
ასევე ვარაუდობენ, რომ „მოდერნას“ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი ადამიანს მინიმუმ ცხრა თვე ექნება“. – განმარტა წერეთელმა.
ვაქცინების დამზდების მეთოდები
„მსოფლიოში სამი სხვადასხვა მეთოდით დამზადებული ვაქცინები გვაქვს. „ფაიზერი“ და „მოდერნა“ სრულიად ახალი მეთოდით,ე.წ. მესეჯერული, ერენემზე დამზადებული ვაქცინებია.
გამოყნებულია მეთოდი, რომლის დროსაც მათ გაშიფრეს კოვიდვირუსის ცილის გენომი და სწორედ ამ ცილის გენომი შეაღწევს ადამიანის ორგანიზმში და ამ დროს ადამიანის უჯრედში ხდება ცილის წარმოქმნა, რომლის მიმართაც ანტისხეულები ყალიბდება ორგანიზმში.
ე.წ. ინაქტიური მეთოდით, ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკია“ შექმნილი. მათ აიღეს რამდენიმე სახის კოვიდვირუსი, რომელიც და იმ პაციენტებისგან გამოყვეს, რომელიც ჩინეთში იყვნენ და შემდეგ ამ ვირუსის გამრავლება მაიმუნის თირკმელში მოხდა. შემდეგ ხდება ამ ვირუსის ინაქტივირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს გამრავლების საშუალება აღარ აქვს. ინაქტივირებული ვირუსი შემდგომ იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას. ამიტომააცაა, შეცდომით, რომ ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოში ახალი მეთოდით დამზადებულ ვაქცინები გამოიწვევს ადამიანში დეენემის შეცვლას, რაც ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება.
საუბარი იყო, რომ ძველი მეთოდით დამზადებულ მეთოდს ვენდოთო. გასაგებია, ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელს აირჩევს, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერება ძალიან წინ წავიდა. ვაქცინის შექმნის ახალი საშუალებებია, რომელიც 10 და 15 წლი წინ შეუძლებელი იყო“. – ამბობს წერეთელი.
როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამებზე
„კვლევებმა აჩვენა და მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის შტამის მიმართ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა მუშაობს. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან, როგორ მუშაობს ბრაზილიურ და სამრეთ აფრიკული შტამის მიმართ ვაქცინები, იმიტომ რომ ეს შტამები ახლა გამოჩნდა.
ახალი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინების უპირატესობა არის ის, რომ როგორც კი გავშიფრავთ ახალი შტამის გენს, თქვენ შეგიძლიათ, დაიწყოთ მისი წარმოება. შესაბამისად „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მოდიფიცირება და ახალ შტამებზე მორგება უფრო ადვილად მოხდება, ვიდრე ეს ძველი ტიპის ვაქცინების შემთხვევაში იყო შესაძლებელი“. – ამბობს ზაზა წერეთელი „კვირის თემასთან“.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის მთავარი მოწოდება
„ჩვენ ყველანი აუცილებლად უნდა ავიცრათ და სწრაფად უნდა დამთავრდეს იმუნიზაციის პროცესი, უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობა იყოს აცრილი მოკლე დროში იმისათვის, რომ არ მივცეთ ვირუსს იმის საშუალება, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს, მაგრამ ამავე პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალ რეალობაში. მიუხედავად იმისა, აცრილები ვართ თუ არა, უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომელიც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას:
ესაა პირბადე, დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრისგან თავის არიდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი ჩვენს გვერდითაა“. – ამბობს ზაზა წერეთელი ფორტუნასთან.
