საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ მალამოს შესახებ, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის საშუალებით რეკლამას უკეთებენ და აღნიშნავს:
„თარიღს დააკვირდით და ტექსტს. საქართველოში კი არა, არსად წესიერად არ იციან, ჯერ რასთან აქვთ საქმე და როგორ უმკურნალონ. “შპს თინამ“ კი უებარი “მაზი“ (დიახ, მაზი) დაამზადა უკვე! სამკურნალოც და პროფილაქტიკურიც!
ყველა ჯურის გაიძვერებსა და თაღლითებს საოცარი ალღო გააჩნიათ, სწრაფად და უსინდისოდ ჯიბის გასქელების ახალი წყაროს უეცარი პოვნისა. ჰოდა, რაში აწყობს ამ “შპს თინას“ აცრების წარმატება…
ყველაფერი ბანალურად მარტივადაა. რაის განსხვავებული აზრი, რაის მედიცინა“.