LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს – რას ამბობს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

151
levan-ratiani-2021-02-17-10-06-54-449799

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოს მკურნალობდა. ვირუსი დაამარცხა, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.

დღესვე ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოკვე მეორე კვირაა, არც ერთი თავისუფალი ადგილი არაა. 

გონებაზე საერთოდ არ არის – კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g