LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში ბოლო 2 კვირა თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია – ლევან რატიანი

79
ლევანი 44

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში დღეს არც ერთი თავისუფალი საწოლი არ არის.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის  ეთერში ისაუბრა.

რატიანის თქმით, კლინიკაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g