LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას წაიკითხავენ

78

„დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დავით საყვარელიძემ განაცხადა. იგი პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გააჟღერებს განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია  სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ პოზიციას  ე.წ. შეწყალების საქმეზე,  ამას საზოგადოება პროცესის განმავლობაში გაიგებს,“ –  განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა განახლდება. გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g